რა უნდა ვიცოდე ვინჩესტერზე?




            მოდი როგორც უკვე მიეჩვიეთ მეგობრულად და გასაგებ ენაზე ვილაპარაკებ... ვინჩესტერი, მყარი დისკი, .. კომპიუტერის ტვინი საკმაოდ რთული მექანიზმია, არ დავიწყებ რისგან შედგება, უბრალოდ დაგანახებთ როგორ მუშაობს... ვინჩესტერის შიგნით რკინის დისკია, ამ დისკს წუთში მინიმუმ 4200 ბრუნი აქვს, ამ ბრუნის და მაგნიტების საშუალებით წარმოიქმნება მაგნიტური ველის დამცავი გარსი, რაც მას დამცავ სარტყელს უქმნის, ასე მუშაობს ის მანამდე სანამ კომპიუტერი ჩართულია... დისკის გარდა მაგნიტები და თავაკებია, რაც წერს და კითხულობს ინფორმაციას. ჩართვისთანავე დისკთან ჩნდებიან და გათიშვისას საწყის პოზიციას უბრუნდებიან. ეს დაახლოებითი და მარტივი აღწერა. ამ ერთადერთი რკინაში შეფუთული ნაწილის გაფუჭება ლეპტოპში ყველაზე ადვილია. ეხლა მოგიყვებით მის სისუსტეებზე.
(ფოტოზე ჩანს როგორ იცავს  ველი წყლისგან)
           წარმოიდგინეთ ვერტმფრენი ცაში, გაშლილი "პროპელერით", უცებ რომ გაჩერდეს ფრთები რა მოხდება? დაახლოებით იგივე კატასტროფაა ვინჩესტერისთვის დენის უეცარი შეწყვეტა. Shutdown - ის დროს თავაკებს მაგნიტები იჭერს, უეცარი გათიშვის დროს კი პირდაპირ დისკზე  ეცემა და იკაწრება. გაკაწრული ადგილი წაშლილი ინფორმაციაა. შეიძლება ერთი გათიშვით არა მაგრამ რამდენიმე ასეთით მოკვდება. თუ დენი გაგეთიშა რა უნდა ქნა? არსებობს UPS, რაც ასეთი შემთხვევებისგან გვიცავს.
            დენის გათიშვის გარდა კიდევ პრობლემაა, შემდეგი ტარებაა, ჩართული კომპიუტერის ტარება არ შეიძლება! მალა ავნიშნე მაგნიტური ველის დაცავ გარსზე, ადგილზე იცავს მაგრამ, მოძრაობის დროს მაგნიტური ველი ირღვევა,  თავაკები დისკთან ახლოს მიდიან და კაწრავენ. ასე რომ ეს დენის დაკარგვაზე უარესია.
არაერთი
            ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა ზიანი მოაქვს უბრალო ტარებას და რა ზიანს მიაყენებს ხელის დარტყმა, ან უხეში დადგმა, დაახლოებით იგივეს რაც ფოტოზეა, და არ ვაჭარბებ ... არსებობს ვინჩესტერის ტესტები, ამ დროს უბრალო, პატარა თითის დადებითაც მიხვდებოდით ჩემ ნალაპარაკებს, ამ დროს ის დაზიანებას აჩვენებს. მგონი ავხსენი რამდენად .
ფაქიზია
                        ვინჩესტერის საწყის სექტორებზე იწერება სისტემა (Windows, Linux, XP, Mac OS, Vista) , თუ საწყისი სექტორები დაზიანდა შეიძლება გაჭედოს სისტემამ, ან ცუდ შემთხვევაში სულ არ ჩაირთოს. 10% ის მერე უკვე ცარელაა, იქ თქვენი ინფორმაციაა.
            დაზიანებული ვინჩესტერი ხმას გამოსცემს, მარტო გაჭედვამ რომ არ მოგვატყუოს, რომ დაუგდო ყური ხანდახან ხახუნის ხმას გაიგებ. გაჭედვა შეიძლება სისტემის ბრალიც იყოს, და სისტემის დაზიანებაში ვინჩესტერი არ უნდა დავადანაშაულოთ მარტო.
            ფაქტია რომ ლეპტოპის ვინჩესტერი უფრო მალე ფუჭდება, ვიდრე პერსონალური კომპიუტერის. რატომ? პასუხი მარტივია. კეისი უძრავად დგას, რაც არ უნდა ვურტყათ კლავიატურას ვინჩესტერს ვერ ვეხებით. ასე უძრავად მყოფი გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. (ამ დროში რომ გეცხოვრათ გაუფრთხილდებოდით)

            გამოსავალი? მეც პირადად ლეპტოპს ვიყენებ, ქუჩაში, მანქანაში, თვითმფრინავში. ჩემი გამოსავალი ახალი თაობის ვინჩესტერია, SSD. თუ ჯერ არ იცით გეტყვით რომ ესაა ვინჩესტერი დისკის გარაშე. ასე ვთქვათ დიდი მახსოვრობის, უსაფრთხო ფლეშკა. ის არ ზიანდება ტარებისას, არ იკაწრება, არ მოქმედებს დარტყმაზე ( ჩაქუჩის დარტყმას არ ვგულისხმობდი)კომფორტულია და 10ჯერ სწრაფი. თუ თქვენი გამოსავალიც ვიპოვე მიხარია. და თუ მაინც ჩვეულებრივ ვინჩესტერს ირჩევ, ან შეცვლა გეზარება, მე გირჩევ, გაუფრთხილდი, ნუ დაარტყამ, ნუ ატარებ ჩართულს, ნუ დახურავ სანამ ეკრანი ბოლომდე არ გაითიშება, ნუ დააძინებ ეკრანზე დატოვებული გახსნილი ფანჯრებით, ნუ გათიშავ ღილაკზე დიდ ხანს დაჭერით (თუ  ძაან აუცილებელი შემთხვევა არაა), და ნუ გაყინავ მაცივარში. თუ ასე იზამ ის დიდ ხანს იქნება შენ სამსახურში.
*კრეატივი :D

                                                                                                    NaiX 2016
,

რას უშვრება „არცოდნა“ კომპიუტერს

                 როგორც ყველა საქმეშია ხალხი ფიქრობს ის თუ აკეთებს მე ვერ გავაკეთებ?  მაგრამ სამწუხაროდ ცდებიან.  ყველა ყველაფერს გააკეთებს მაგრამ საკითხავია როგორ?დღეს იმ შეცდომებზე ვილაპარაკებ, რაც არცოდნამ გამოიწვია, მაგრამ კრეატივი დამანახა და წერის სურვილი გამიჩინა.  ზოგ შეცდომებზე ვიხალისებთ, ზოგი შეცდომა კი კომპიუტერს შეგვაცოდებს.  მოკლედ დავიწყოთ:

ამ კრატიულმა ადამიანმა ქულერის გასუფთავება მოინდომა, დაათვალიერა კარკასი, ვერ დაინახა, მაგრამ დაახლოებით იცოდა სად იყო, აიღო კონსერვის გასახსნელი და გამოჭრა. ეს პირადად ჩემ სერვისში შემოსული კომპიუტერია. მინდა გითხრათ რომ თქვენ საკუთრებას რასაც გნებავთ იმას უზამთ, გინდათ კონსერვის სახსნელით გახსნით, გნებავთ ელექტრო ხერხით მაგრამ, არსებობს უფრო მარტივი, სულ რამდენიმე წამის საქმე, თუ რათქმაუნდა თქვენი პრინციპები ამას არ უარყოფს... კითხვა ! იკითხე და ვინც მართლა იცის როგორ იხსნება ის დაგეხმარება. თუ ჩაქუჩით იქნება პასუხი ნუ დაუჯერებთ, არც იმან არ იცის :)

შემდეგი კრეატიული ადამიანი, როცა მისი კომპიუტერი გაცხელდა ასე მოიქცა, ზოგ კომპიუტერს ზედა, ზოგს ქვედა კარკასი უცხელდება, იმის მიხედვით თუ სადაა დედაპლატა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვედა კარკასზე აყენია, "დასცხა" და რა ექნა, აგრილებს. ხოდა ნურც ამას გაიმეორებთ მეგობრებო, ასეთი შემთხვევებისთვის არის ქულერ სადგამი, როცა თამაშობ ან მძიმე გრაფიკულ პროგრამაზე მუშაობ, უმჯობესია იხმარო ქულერ-სადგამი.
     შემდეგი შემთხვევა დაახლოებით ისეთივეა რაც მაგლა ავგნიშნე, განსხვავება მხოლოდ ისაა რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაცივრიდან ყინული არ გამოუღიათ, კომპიუტერი მიიტანეს ყინულთან... სავარაუდოდ ამ საწყალსაც სცხელოდა ) (ფოტო ინტერნეტიდან) ნუ რა უნდა ექნა, შედგა მაცივარში, მიიტანა სკამი და გააგრძელა მუშაობა. ორმაგი საქმე, თვითონაც გრილად იყო და მისი კომპიუტერიც...
აი ეს ფოტო კი ჩემი შედევრია, ეს კონკრეტული კომპიუტერი სანამ ჩემამდე მოვიდოდა მისმა პატრონმა მითხრა რომ წმენდავდა ხოლმე და გავეხუმრე, რომ მომიტან თუ რამე ჭიას ვიპოვი შიგნით გაგატანთქო (ასეთი შემთხვევები ხშირია, პეპლები, ჭიანჭველები, მატლები) დაახლოებით ერთ კვირაში თავისი "სუფთა" კომპიუტერი მომიტანა, გავხსენი და ეს რომ დავინახე შევპირდი ინტერნეტში დაგიდებ მეთქი და ვასრულებ კიდეც. ნუ როგორი სუფთაა, პეპელას დალაგების დრო არ ქონდა და თან  ასეთი ამბავი რომ დაგვხვდა ნაქირავებიდანაც გავუშვით... და ამ საწყალ კომპიუტერს სიცოცხლე ვაჩუქეთ... 
შემდეგი შედევრი საქართველოს ერთერთმა საკმაოდ ცნობილმა სერვისმა შექმნა, ქულერებს როგორც ხრახნებით, ასევე ე.წ. "პაიკით" კრავენ ქარხანაში და უშვებენ, პლასმასია და უმარტივესად გასახსნელი და დასახური, მაგრამ როცა სერვისში "პაიანიკი" არ გაქვს, რას შვები? აი ამას. არ ვიცი რა დავარქვა ამ ფოტოს, სიზარმაცე თუ არაპროფესიონალიზმი მაგრამ ფაქტია, ვერავის ენდობი... ასე დახურული ქულერი ჰაერს აპარებს და მიმართულებას ვეგარ აძლევს ჰაერის ნაკადს. ასე რომ კარგად დაფიქრდით ვის უნდა ენდოთ. ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს, ვინც სერვისს არ გიმალავთ და ღიათ გაჩვენებთ ყველაფერს )

                                                                                                          NaiX 2016

ჩვენი მეგობრის პირადი მტრები, ანუ რისგან დავიცვათ კომპიუტერი...

          დაპირებისამებრ დღეს ტექნიკურ წმენდაზე ვისაუბრებ... რა არის ტექნიკური წმენდა - ანუ როგორ უნდა გავასუფთავოთ ჩვენი კომპიუტერი. რა პროცედურა, ხელსაწყო, მასალა და პრინციპების დაცვაა საჭირო ამისთვის.

          მე გასწავლით როგორ მოუაროთ თქვენ კომპიუტერს (ანონსი: შემდეგი პოსტი ვინც არ იცოდა როგორ მოქცეოდა კომპიუტერს იმ ხალხის შეცდომებზე იქნება, ფაქტებით დასაბუთებული რათქმაუნდა ) რომ დაიცვათ ის.

          პირველი მტერი: ყველაზე დიდი მტერი, "მტვერია".  კომპიუტერს სჭირდება სუფთა სავინტილაციო არხები ჰაერის ცირკულაციისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში მტვერი სავინტილაციო არხებში გროვდება, თავს იყრის სავინტილაციო არხების და ქულერის შუაში და ნელნელა ილექება, რაც შემდეგ ე.წ. ქეჩა ხდება. თუ შენ ფიქრობ რომ მტვერი შენ სახლში არ ხვდება ცდები :) თუ ვერ ხედავ მას, მადლობა დედას, დას ან მეუღლეს. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ზამთარშიც კი, როცა ყველა ფანჯარა დაკეტილია, მტვერი მაინც აღწევს ჩვენ სახლებში. ზემოთ ხსენებული ქეჩა ხელს უშლის გრილი ჰაერის შედინებას და ცხელი ჰაერის გამოდინებას, რაც შეიძლება კომპიუტერის დაწვის, გაჭედვის,  უეცარი გათიშვის, დარესტარტების და ა.შ. მიზეზი გახდეს.


           მეორე მტერი: სითხე. ალბად ბევრს ჩვევად აქვს ყავის ან ჩაის ჭიქით (და არამარტო) კომპიუტერთან ჯდომა. ამაში ერთი შეხედვით საშიში არაფერია, მაგრამ მუშაობაში ან მეგობართან ლაპარაკში გართულებს, უნებლიეთ შეიძლება სითხე კომპიუტერში ჩაგესხათ. აი აქ მტვრისგან განსხვავებით მძიმე შემთხვევაა და ამაზე რჩევებში ვისაუბრებ.

          მესამე მტერი: ჩვენ ვმუშაობთ, ვმუშაობთ, ვთამაშობთ, კიდე ვმუშაობთ, და სულ არ გვახსენდება, ხან დრო არ გვაქვს, ხან არ გვცალია იმისთვის რომ მივხედოთ ჩვენ კომპიუტერს. და ესეც არანაკლები პრობლემაა.

         რა უნდა გასუფთავდეს? ტექნიკური წმენდის დროს სუფთავდება მთლიანი კარკასი, სავინტილაციო არხები, ქულერი. უნდა მოცილდეს ძველი თერმოპასტა და თერმობალიშები. კრისტალები იდეალურად სუფთა უნდა იყოს თერმოპასტის წასმამდე. აუცილებლად უნდა დაიშალოს და დაიზეთოს ქულერი. სათითაოდ გაიწმინდოს ყველა ფრთა სპირტით. ყველა ქულერი არ იშლება მაგრამ გამოცდილების მქონე ტექნიკოსებმა იციან რა უნდა გააკეთონ :) აუცილებლად უნდა გასუფთავდეს შლეიფები, ოპერატიულის თუ სხვა მოწყობილობების სლოტები. მტვერმა შეიძლება დამოკლებაც კი გამოიწვიოს სლოტში. უნდა გაიწმინდოს პორტები.

   
  ახლა ცოტა რთულ პრობლემაზე ვისაუბროთ, რა უნდა გააკეთოთ კომპიუტერში სითხის ჩასხმის შემდეგ: ბევრი მეკითხება ხოლმე, ჩაი ტკბილი არ ყოფილა და ხომ უკეთესია? :D ხო, არ გასუქდება და დიაბეტი არ დაემართება, მაგრამ სამაგიეროდ ნებისმიერ სითხეს შეუძლია ძალიან სწრაფად დაწვას კომპიუტერი. ასე რომ მსგავს შემთხვევაში Shutdown-ს არ დაელოდოთ და ავარიულად გათიშეთ კომპიუტერი, ღილაკზე დიდხანს დაჭერით, ამოატრიალეთ, გააძრეთ ბატარეა და მიაკითხეთ სერვის ცენტრს. დაივიწყეთ ე.წ. ფენით გაშრობა და მსგავსი რაგაცეების მითები . ეგ საშველი არაა. კიდევ გეტყვით რომ ჩართვამ შეიძლება დაწვას... სითხის ჩასხმის დროს სტანდარტული წმენდა საკმარისი არაა, ამ დროს დედაპლატა (Motherboard) რამდენიმე სპეციალურ სითხეში მუშავდება რომ არ დაჟანგდეს.
        დიდი გამოცდილება და ბევრი წლები მაკავშირებს კომპიუტერთან და ვიცი რა მოსწონს და რა არა. ლეპტოპს ყოველთვის ვერცხლისშემცველი თერმოპასტა და მაღალი თბოგამტარობის მქონე თერმობალიშები ესაჭიროება, ვიდეო ჩიპზე განსაკუთრებით მაღალი ხარისხის თერმოპასტა უნდა წაესვას. ასე კომპიუტერი ნორმალურ ტემპერატურაზე იმუშავებს შემდეგ წმენდამდე. ტექნიკური წმენდა 10-12 თვეში ერთხელ სავალდებულოა. ეხლა თუ გაიფიქრე რომ ტექნიკური წმენდა ჩემ კომპიუტერს არ სჭირდებაო არ მეწყინება, რომ დაგეწვება მომწერე და ახალ კომპიუტერს შეგარჩევინებ :)

     კიდევ ერთი  რჩევა, ნუ ენდობი ბრმად, არსებობს სერვისები სადაც არ იტყუებიან,  სერვისები სადაც ფოტო გადაღებაა, სადაც უმაღლესი ხარისხის მასალას ხმარობენ. სადაც რკინის სახრახნისებით არ გიშლიან კომპიუტერს და არ ტოვებენ დაშლის კვალს.

  ვეცადე მაქსიმალურად ამეხსნა თქვენთვის რომ ტექნიკური წმენდა აუცილებელია თქვენი კომპიუტერისთვის.  ასიამოვნე და გასიამოვნებს.
    და როცა ის მუშაობს ისე როგორც შენ გინდა შენც ბედნიერი ხარ. გაუფრთხილდი ნერვებს და დროს, ჩაუტარე ტექნიკური წმენდა.
                          NaiX 2016
  

თუ კომპიუტერს მეგობრად აღიქვამ!

 


             დღეს კომპიუტერი ჩვენი მეგობარი, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენს ცხოვრებაში. ზრუნავს ჩვენს დროზე, პირად თუ გარე ურთიერთობებზე. ის გვეხმარება და ჩვენ?          
           - ჩვენ გვძინავს მასთან ერთად (ის საპირისპირო სქესი არაა :) ), ლოგინში ის ცხელდება, რაც კომპიუტერისთვის კატასტროფაა.         
           -როცა გვძინავს ვინმემ გვატაროს არ იქნებოდა სასიამოვნო, ასევე არ „სიამოვნებს“ კომპიუტერს „Sleep“ - ანუ დაძინებულ რეჟიმში ტარება, ამ დროს „გულს“ - ანუ ვინჩესტერს ვუზიანებთ.          
          -დილით ჩვენ ყავით ან ჩაით ვიღვიძებთ, აუცილებელი არაა კომპიუტერსაც დავალევინოთ :D მას ღილაკი აქვს გასაღვიძებლად. ( რჩევა: თუ უნებლიედ ჩაგესხათ რაიმე სითხე, სასწრაფოდ გათიშეთ ავარიულად, ღილაკზე დიდხანს დაჭერით, ამოატრიალეთ, გააძრეთ ბატარეა და მიაკითხეთ სერვის ცენტრს, ასე გადარჩენის დიდ შანსს მისცემთ).   
    
         -იწყება სამუშაო დღე და თქვენი მეგობარიც მუშაობს დაუსვენებლად, არ ჩერდება, მუშაობს რომ გასიამოვნოთ, და შენ რას აკეთებ რომ ასიამოვნო? მეგობრისგან საჩუქარი და ყურადღება ხომ გსიამოვნებს? რა უნდა ვაჩუქო კომპიუტერსო კითხვა გაგიჩნდა ალბად?! დინამიკები? :D - არა, მას წელიწადში ერთხელ განტვირთვის დღე უნდა მოუწყო, რაც მის გასუფთავებას ანუ ტექნიკურ წმენდას გულისხმობს. (P.S. რა არის ტექნიკური წმენდა შემდეგ პოსტში მოგახსენებ )        
       
             -დაღამდა, მივედით სახლში, დავჯექით სავარძელზე, დავიდეთ მუხლებზე ჩვენი კომპიუტერი და ველაპარაკებით მეგობრებს, ისინი გველაპარაკებიან მაგრამ, თქვენი მეგობარი, რომელიც მუხლებზე გყავთ ვერ გეუბნებათ რომ უნებლიედ, არ უნდა მაგრამ მუხლების დაავადებებს იწვევს, უნდა რომ გაგაფრთხილოს და მე დამაბარა J. რეკავს ტელეფონი, შენ დგები, კომპიუტერს დივანზე დებ, რბილად, რომ არ დაიკაწროს, გგონია კარგს აკეთებ? - ცდები, ყელში ხელის წაჭერას შემიძლია შევადარო შენი საქციელი, მაგ დროს ვერ სუნთქავს კომპიუტერი და თუ თავის დროზე ვერ მიუსწარი შეიძლება გაიგუდოს (დაიწვას) კიდეც. (რჩევა N2: კომპიუტერის რბილზე დადება არ შეიძლება, გამოიგონეს „ქულერ-სადგამი“, ქულერ-სადგამი აგრილებს კომპიუტერს და მესთან ერთად კომპიუტერი რბილ ზედაპირზეც უსაფრთხოდაა.          
             მეგობარს თუ ასიამოვნებ, ისიც გასიამოვნებს და კიდევ დიდხანს იქნება შენთან, შენი ერთგული.  

NaiX

     

მე ამ ბლოგის ავტორი, NaiX გახლავართ და ვეცდები თქვენი კომპიუტერული ცოდნის ამაღლებას. ვეცდები მოგაწოდოთ ყველა ის საჭირო ინფორმაცია რაც თქვენი კომპიუტერის შესახებ უნდა იცოდეთ. დამიჯერეთ ჩემი რჩევები ყოველდგიურობაში გამოგადგებათ და ასე ვთქვათ თქვენ მეგობარ კომპიუტერსაც არასწორი მოქცევით არ გაანაწყენებთ. დიდი იმედი მაქვს დაგეხმარებით. ასევე ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს Online… პატივისცემით NaiX