ჩვენი მეგობრის პირადი მტრები, ანუ რისგან დავიცვათ კომპიუტერი...

          დაპირებისამებრ დღეს ტექნიკურ წმენდაზე ვისაუბრებ... რა არის ტექნიკური წმენდა - ანუ როგორ უნდა გავასუფთავოთ ჩვენი კომპიუტერი. რა პროცედურა, ხელსაწყო, მასალა და პრინციპების დაცვაა საჭირო ამისთვის.

          მე გასწავლით როგორ მოუაროთ თქვენ კომპიუტერს (ანონსი: შემდეგი პოსტი ვინც არ იცოდა როგორ მოქცეოდა კომპიუტერს იმ ხალხის შეცდომებზე იქნება, ფაქტებით დასაბუთებული რათქმაუნდა ) რომ დაიცვათ ის.

          პირველი მტერი: ყველაზე დიდი მტერი, "მტვერია".  კომპიუტერს სჭირდება სუფთა სავინტილაციო არხები ჰაერის ცირკულაციისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში მტვერი სავინტილაციო არხებში გროვდება, თავს იყრის სავინტილაციო არხების და ქულერის შუაში და ნელნელა ილექება, რაც შემდეგ ე.წ. ქეჩა ხდება. თუ შენ ფიქრობ რომ მტვერი შენ სახლში არ ხვდება ცდები :) თუ ვერ ხედავ მას, მადლობა დედას, დას ან მეუღლეს. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ზამთარშიც კი, როცა ყველა ფანჯარა დაკეტილია, მტვერი მაინც აღწევს ჩვენ სახლებში. ზემოთ ხსენებული ქეჩა ხელს უშლის გრილი ჰაერის შედინებას და ცხელი ჰაერის გამოდინებას, რაც შეიძლება კომპიუტერის დაწვის, გაჭედვის,  უეცარი გათიშვის, დარესტარტების და ა.შ. მიზეზი გახდეს.


           მეორე მტერი: სითხე. ალბად ბევრს ჩვევად აქვს ყავის ან ჩაის ჭიქით (და არამარტო) კომპიუტერთან ჯდომა. ამაში ერთი შეხედვით საშიში არაფერია, მაგრამ მუშაობაში ან მეგობართან ლაპარაკში გართულებს, უნებლიეთ შეიძლება სითხე კომპიუტერში ჩაგესხათ. აი აქ მტვრისგან განსხვავებით მძიმე შემთხვევაა და ამაზე რჩევებში ვისაუბრებ.

          მესამე მტერი: ჩვენ ვმუშაობთ, ვმუშაობთ, ვთამაშობთ, კიდე ვმუშაობთ, და სულ არ გვახსენდება, ხან დრო არ გვაქვს, ხან არ გვცალია იმისთვის რომ მივხედოთ ჩვენ კომპიუტერს. და ესეც არანაკლები პრობლემაა.

         რა უნდა გასუფთავდეს? ტექნიკური წმენდის დროს სუფთავდება მთლიანი კარკასი, სავინტილაციო არხები, ქულერი. უნდა მოცილდეს ძველი თერმოპასტა და თერმობალიშები. კრისტალები იდეალურად სუფთა უნდა იყოს თერმოპასტის წასმამდე. აუცილებლად უნდა დაიშალოს და დაიზეთოს ქულერი. სათითაოდ გაიწმინდოს ყველა ფრთა სპირტით. ყველა ქულერი არ იშლება მაგრამ გამოცდილების მქონე ტექნიკოსებმა იციან რა უნდა გააკეთონ :) აუცილებლად უნდა გასუფთავდეს შლეიფები, ოპერატიულის თუ სხვა მოწყობილობების სლოტები. მტვერმა შეიძლება დამოკლებაც კი გამოიწვიოს სლოტში. უნდა გაიწმინდოს პორტები.

   
  ახლა ცოტა რთულ პრობლემაზე ვისაუბროთ, რა უნდა გააკეთოთ კომპიუტერში სითხის ჩასხმის შემდეგ: ბევრი მეკითხება ხოლმე, ჩაი ტკბილი არ ყოფილა და ხომ უკეთესია? :D ხო, არ გასუქდება და დიაბეტი არ დაემართება, მაგრამ სამაგიეროდ ნებისმიერ სითხეს შეუძლია ძალიან სწრაფად დაწვას კომპიუტერი. ასე რომ მსგავს შემთხვევაში Shutdown-ს არ დაელოდოთ და ავარიულად გათიშეთ კომპიუტერი, ღილაკზე დიდხანს დაჭერით, ამოატრიალეთ, გააძრეთ ბატარეა და მიაკითხეთ სერვის ცენტრს. დაივიწყეთ ე.წ. ფენით გაშრობა და მსგავსი რაგაცეების მითები . ეგ საშველი არაა. კიდევ გეტყვით რომ ჩართვამ შეიძლება დაწვას... სითხის ჩასხმის დროს სტანდარტული წმენდა საკმარისი არაა, ამ დროს დედაპლატა (Motherboard) რამდენიმე სპეციალურ სითხეში მუშავდება რომ არ დაჟანგდეს.
        დიდი გამოცდილება და ბევრი წლები მაკავშირებს კომპიუტერთან და ვიცი რა მოსწონს და რა არა. ლეპტოპს ყოველთვის ვერცხლისშემცველი თერმოპასტა და მაღალი თბოგამტარობის მქონე თერმობალიშები ესაჭიროება, ვიდეო ჩიპზე განსაკუთრებით მაღალი ხარისხის თერმოპასტა უნდა წაესვას. ასე კომპიუტერი ნორმალურ ტემპერატურაზე იმუშავებს შემდეგ წმენდამდე. ტექნიკური წმენდა 10-12 თვეში ერთხელ სავალდებულოა. ეხლა თუ გაიფიქრე რომ ტექნიკური წმენდა ჩემ კომპიუტერს არ სჭირდებაო არ მეწყინება, რომ დაგეწვება მომწერე და ახალ კომპიუტერს შეგარჩევინებ :)

     კიდევ ერთი  რჩევა, ნუ ენდობი ბრმად, არსებობს სერვისები სადაც არ იტყუებიან,  სერვისები სადაც ფოტო გადაღებაა, სადაც უმაღლესი ხარისხის მასალას ხმარობენ. სადაც რკინის სახრახნისებით არ გიშლიან კომპიუტერს და არ ტოვებენ დაშლის კვალს.

  ვეცადე მაქსიმალურად ამეხსნა თქვენთვის რომ ტექნიკური წმენდა აუცილებელია თქვენი კომპიუტერისთვის.  ასიამოვნე და გასიამოვნებს.
    და როცა ის მუშაობს ისე როგორც შენ გინდა შენც ბედნიერი ხარ. გაუფრთხილდი ნერვებს და დროს, ჩაუტარე ტექნიკური წმენდა.
                          NaiX 2016
  

No comments:

Post a Comment