თუ კომპიუტერს მეგობრად აღიქვამ!

 


             დღეს კომპიუტერი ჩვენი მეგობარი, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენს ცხოვრებაში. ზრუნავს ჩვენს დროზე, პირად თუ გარე ურთიერთობებზე. ის გვეხმარება და ჩვენ?          
           - ჩვენ გვძინავს მასთან ერთად (ის საპირისპირო სქესი არაა :) ), ლოგინში ის ცხელდება, რაც კომპიუტერისთვის კატასტროფაა.         
           -როცა გვძინავს ვინმემ გვატაროს არ იქნებოდა სასიამოვნო, ასევე არ „სიამოვნებს“ კომპიუტერს „Sleep“ - ანუ დაძინებულ რეჟიმში ტარება, ამ დროს „გულს“ - ანუ ვინჩესტერს ვუზიანებთ.          
          -დილით ჩვენ ყავით ან ჩაით ვიღვიძებთ, აუცილებელი არაა კომპიუტერსაც დავალევინოთ :D მას ღილაკი აქვს გასაღვიძებლად. ( რჩევა: თუ უნებლიედ ჩაგესხათ რაიმე სითხე, სასწრაფოდ გათიშეთ ავარიულად, ღილაკზე დიდხანს დაჭერით, ამოატრიალეთ, გააძრეთ ბატარეა და მიაკითხეთ სერვის ცენტრს, ასე გადარჩენის დიდ შანსს მისცემთ).   
    
         -იწყება სამუშაო დღე და თქვენი მეგობარიც მუშაობს დაუსვენებლად, არ ჩერდება, მუშაობს რომ გასიამოვნოთ, და შენ რას აკეთებ რომ ასიამოვნო? მეგობრისგან საჩუქარი და ყურადღება ხომ გსიამოვნებს? რა უნდა ვაჩუქო კომპიუტერსო კითხვა გაგიჩნდა ალბად?! დინამიკები? :D - არა, მას წელიწადში ერთხელ განტვირთვის დღე უნდა მოუწყო, რაც მის გასუფთავებას ანუ ტექნიკურ წმენდას გულისხმობს. (P.S. რა არის ტექნიკური წმენდა შემდეგ პოსტში მოგახსენებ )        
       
             -დაღამდა, მივედით სახლში, დავჯექით სავარძელზე, დავიდეთ მუხლებზე ჩვენი კომპიუტერი და ველაპარაკებით მეგობრებს, ისინი გველაპარაკებიან მაგრამ, თქვენი მეგობარი, რომელიც მუხლებზე გყავთ ვერ გეუბნებათ რომ უნებლიედ, არ უნდა მაგრამ მუხლების დაავადებებს იწვევს, უნდა რომ გაგაფრთხილოს და მე დამაბარა J. რეკავს ტელეფონი, შენ დგები, კომპიუტერს დივანზე დებ, რბილად, რომ არ დაიკაწროს, გგონია კარგს აკეთებ? - ცდები, ყელში ხელის წაჭერას შემიძლია შევადარო შენი საქციელი, მაგ დროს ვერ სუნთქავს კომპიუტერი და თუ თავის დროზე ვერ მიუსწარი შეიძლება გაიგუდოს (დაიწვას) კიდეც. (რჩევა N2: კომპიუტერის რბილზე დადება არ შეიძლება, გამოიგონეს „ქულერ-სადგამი“, ქულერ-სადგამი აგრილებს კომპიუტერს და მესთან ერთად კომპიუტერი რბილ ზედაპირზეც უსაფრთხოდაა.          
             მეგობარს თუ ასიამოვნებ, ისიც გასიამოვნებს და კიდევ დიდხანს იქნება შენთან, შენი ერთგული.  

No comments:

Post a Comment