რატომ გვიზიანდება "Windows"? - "დაიცავი"

     მოდით დღეს წინა პოსტის თემა განვაგრძოთ, ვისაუბროთ ისევ სისტემაზე, რატომ გვიზიანდება, ჭედავს, რატომ ყრის ეკრანზე ათასობით ამოუცნობ ფანჯრებს, ან რატომ ნელდება ისე რომ კომპიუტერის დამტვრევას გვანდომებს.
     მე დაგეხმარებით და გასწავლით როგორ გაუფრთხილდეთ და მოუაროთ თქვენ სისტემებს. არ აქვს მნიშვნელობა თაობას და სერიას. სისტემას ერთი გული აქვს. 
     პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვინჩესტერია, თუ ჩემი მკითხველი ხარ წინა პოსტში ვისაუბრე ამ საკითხზე, "რა უნდა ვიცოდე ვინჩესტერზე". ხდება რომ კომპიუტერის უხეში ხმარებით ვინჩესტერს ვაზიანებთ და ვინჩესტერზე ჩაწერილ ინფორმაციასაც, (ასევე ვინჩესტერზეა ჩვენი სისტემაც და როცა სისტემური ფაილები იშლება, თავისთვად სისტემაც გამოდის მწყობრიდან), ამ შემთხვევაში საშველი ახალი ვინჩესტერი და ახალი სისტემაა, მაგრამ თუ არაპროფესიონალი აყენებს სისტემას და ერთხელაც არ ჩაუხედავს მის სისტემურ ფაილებში ის ვერც მიხვდება რა ჭირდება და როგორ უნდა გახადოს ის თქვენთვის სრულფასოვნად გამოსადეგარი. უმეტეს შემთხვევებში იყენებენ კლონებს და კლონი არ მუშაობს გამართულად, ის დროებითია და საცდელად გამოიყენება, არა სამუდამოდ. თუნდაც ამით იმსჯელეთ, კლონის დაყენებას 15 წთ. ჭირდება, სრულ ინსტალაციას კი 3 ან 4 საათი. 
     სრული ინსტალაციის ჩატარება რთული არაა, უბრალოდ დროის გამო ირჩევენ "ვითომ IT ები" კლონებს. და შემდეგ? შემდეგ საჭიროა დრაივერები, პროგრამები, სისტემის შენებურად დალაგება. ეხლა ეს განვიხილოთ. 
     ყველა მოდელის კომპიუტერის სახელი და (xxxxxxx)(ბრენდის სახელი).com ეს ის ოფიციალური საიტებია საიდანაც დრაივერები უნდა გადმოვწეროთ და არა უბრალოდ Googly დან, ყველა მოდელს სრულად უდევს დრაივერები, 32Bit და 64Bit - იანი სისტემისთვის. ( თუ ძველი კომპიუტერი გაქვთ და Windows 8 ან 8.1 მოგინდათ, ჯერ შეამოწმეთ არის თუ არა დრაივერები თქვენთვის) შემდეგ მარტივია, გადმოწერე და დააინსტალირე. My computer > *მარჯვენა კლიკი Manage> Device Manager აქ ჩანს რომელი დრაივერები აკლია სისტემას.
    გავმართეთ სისტემა, ახლა საჭიროა პროგრამები და ის წვრილმანები რაც თქვენ გჭირდებათ. ეძებთ, წერთ და დაყენებისას უბრალოდ სწრაფად აწვებით Next, Next, Next, Next და Finish. და ჩათვალეთ სისტემა უკვე ახლიდან გაქვთ დასაყენებელი. რატომ? დღეს თითქმის ყველა პროგრამაში ჩამალულია რეკლამები და ვირუსები, თუ ერთი წამით მოადუნე ყურადღება, გაგეპარება და სისტემას ნელნელა „შეგიჭამს“. ვირუსები ბოლომდე არ იმალება და ოდნავ თუ დააკვირდები ე.წ. "პწიჩკებით" მონიშნულ ადგილებს და ამოუცნობ რაღაცეებს გაუთიშავ ინსტალაციისას სისტემას დაიცავ დავირუსებისგან. ასევე დავირუსება ხდება ამოუცნობი საიტებიდან, თუნდაც Facebook ზე გაზიარებულ სტატიებს ხშირად თან ახლავს ვირუსები და ზუსტად მაგის გამო ხალხი საინტერესო საიტებზეც აღარ გადადის. და ეს ერთი დეტალია ათასიდან.
     შემდეგი სისტემის არასწორად მუშაობის მიზეზი გაკრეკილი, ანუ არალიცენზირებული სისტემაა, არ ვამბობ რომ ცუდად მუშაობს, უბრალოდ აქტივაციის გარაშე ერთ თვეში სისტემურ ფაილებს თიშავს და ნელნელა გამოდის მწყობრიდან. რაც თავისთავად ანელებს კომპიუტერს. ყველა უკვე ჩაშვებული სისტემის კრეკი არსებობს, მთავარია იცოდე სახელწოდება *სპეციალურად არ ვწერ, არ მინდა ვინმეს კომპიუტერის არევის მიზეზი გავხდე, თავის უცოდინრობას მერე ჩემ ტექსტს დააბრალებენ :) ... ასევე სწორად უნდა შეარჩიო სისტემა, მაგ: როცა გაქვს 2GB RAM (ოპერატიული) არ უნდა დააყენოთ 64Bit - იანი სისტემა, ამ დროს 32Bit არის რეკომენდირებული, მაგრამ აქაც გადამწყვეტ როლს დრაივერები თამაშობენ, ხდება ისე რომ კომპიუტერს აქვს 2GB ოპერატიული მაგრამ სისტემური მხარდაჭერა მხოლოდ 64Bit - იან სისტემაზე. ამ დროს სისტემას იმას ვწერთ რისი დრაივერებიც ოფიციალურ საიტზეა. რეკომენდირებულია იმ კონკრეტულ კომპიუტერს დაემატოს ოპერატიული რომ იმუშაოს სისტემამ სრულფასოვნად.
     ახლა ვისაუბროთ თავდაცვაზე, გამოსულია და გამოდის ბევრი AntiVirus მაგრამ ხშირად თვითონ ანტივირუსი გვიზიანებს კომპიუტერს, ეშლება ვირუსი და სისტემური ფაილები ერთმანეთში და იმას შლის რაც არ უნდა წაშალოს. მოგცემთ რჩევას, Windows 7 ზე Maicrosoft Security Esential საუკეთესო ანტივირუსია, მსუბუქია და იჭერს ყველა სავარაუდოდ საშიშ ფაილს, ამავდროულად პარალელურ რეჯიმში მუშაობს Defender, ამ გამონაკლისს მარტო დაცვის განახლება არ შველის, ახალი თაობის სისტემებისგან განსხვავებით. რაც შეეხება Windows 8, 8.1, 10 - ებს, მათ უკვე შიგნით ჩაშენებული ანტივირუსი აქვთ, Windows Defender , მთავარია უბრალოდ Update გაუკეთოთ და იწყებს მუშაობას. თუ გაქვთ გააქტიურებული ერთი ნებისმიერი ანტივირუსი და კიდევ სხვა დააყენეთ იმ აზრით რომ ორი უკეთესად იმუშავებს, ცდებით. 2 ანტივირუსი ერთმანეთს ვირუსებათ ხედავენ და არც ერთი აღარ მუშაობს. დაუჯერეთ რჩევას და ანტივირუსი პრობლემას აღარ შეგიქმნით.
     ძირეული და ძირითადი პრობლემები მოვიყვანე აქ და არ ვწერ რთულ და ბევრისთვის გაუგებარ პრობლემებს, კითხვებით შეგიძლიათ მომმართოთ, დააკომენტაროთ, დარეკოთ ან მობრძანდეთ ჩვენთან.
                                     
                CDS Service    


╔═╗─╔╗───╔═╗╔═╗
║║╚╗║║───╚╗╚╝╔╝
║╔╗╚╝╠══╦╗╚╗╔╝
║║╚╗║║╔╗╠╣╔╝╚╗
║║─║║║╔╗║╠╝╔╗╚╗
╚╝─╚═╩╝╚╩╩═╝╚═╝
     
     

ჩვენს "ფანჯრებს" შიგნით

            მოდით დღეს ვისაუბროთ ოპერაციულ სისტემებზე, ამჯამად Microsoft corporation ის შედევრზე, რომელსაც Windows ის სახელით ვიცნობთ. Microsoft ის შემქმნელები და სულის ჩამდგმელები არიან ბილ (უილიამ) გეითსი და პოლ ალენი. მათი შემოქმედება სკოლის ასაკიდან იწყება მაგრამ ეხლა მაგის თხრობით თავს არ შეგაწყენთ. მოკლედ ბილი ბავშობიდან გატაცებული იყო პროგრამებით, Microsoft ის ჩამოყალიბებას სამი წელი შეალია, იჯდა სახლში და შრომობდა. მისი წინსვლა დაიწყო ერთი ჩვეულებრივი რეკლამის ნახვის შემდეგ, რომელიც კომპანია MITS - მა გამოაქვეყნა, სადაც სამაგიდო კომპიუტერისთვის, "Altar" ჭირდებოდათ პროგრამული ენა, რომელიც პროგრამისტებს საშუალებას მისცემდა ემუშავათ ალტარზე. ალტარისთვის მათ დაწერეს პროგრამული ენა BASIC.
         
1977 წელს დაიწყეს მეორე პროგრამული ენის, ForTran ის გაყიდვა. 1978 წლის აპრილში კი პროგრამირების მესამე ენის COBOL-80 – ის გაყიდვას, რომელიც განკუთვნილი იყო 8080 Z-80 და 8085 მიკროპროცესორული სისტემებისთვის.
            1982 წლის ნოემბერში კომპიუტერების მწარმოებელმა 50-ზე მეტმა ფირმამ შეიძინა Microsoft-ის დისკური ოპერაციული სისტემის MS DOS-ის ლიცენზია.
            ბილ გეიტსმა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს მოუწოდა, შეექმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც გათვლილი იქნებოდა IBM-ის პერსონალურ კომპიუტერებთან თავსებადობაზე, რათა ნებისმიერი პროგრამა, რომელის დაიწერებოდა IBM-ის პერსონალური კომპიუტერებისათვის, თავსებადი ყოფილიყო მათი კომპიუტერებისათვისაც. გეიტსის მოწოდებამ გაამართლა. სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული კომპიუტერების 80%-ზე დაყენებული იქნა MS DOS-ი, რის საფუძველზეც წარმოიშვა ტერმინი "IBM–თავსებადი". ოპერაციული სისტემის MS DOS-ის ასეთმა გამარჯვებამ განაპირობა Microsoft-ის პირველი ნაბიჯის გადადგმა მონოპოლისტობისაკენ.
           MS-Dos მუშაობდა ტეგებით და სულ მოიცავდა ერთ ფანჯარას, MS-Dos ის შემდეგ იყო Norton Commander სადაც ეკრანზე ერთის ნაცვლად უკვე ორ ფანჯარას ხსნიდი, თუმცა ორივე ეს პროგრამა იყო ერთ მოქმედებიანი. 1985 წელს ბაზარზე უკვე Windows გამოჩნდა, "ფანჯრები", Windows 1.01 იყო პირველი ოპერაციული სისტემა სადაც ბევრ ფანჯარას ხსნიდი და სახელიც აქედან გამომდინარე ეწოდა. ახლა თვალი გადავავლოთ მოკლედ მის განვითარებას:

Windows 1.01(1985)

Windows 1.02 (1986)

Windows 1.03 (1986)

Windows 1.04 (1987)

Windows 2.0 (1 ნოემბერი 1987)

Windows 2.1 (Windows 386) (1987)

Windows 3.0 (22 მაისი 1990)

Windows 3.1 (6 აპრილი? 1992)

Windows for Workgroups 3.1 (27 ნოემბერი? 1992)

Windows 3.11 (?)

Windows NT 3.1 (24 ივლისი 1993)

Windows for Workgroups 3.11 (8 ნოემბერი? 1993)

Windows NT 3.5 (1994)

Windows NT 3.51 (1995)

Windows 95 (24 აგვისტო 1995)

Windows NT 4.0 (1996)

Windows CE 1.0 (1996)

Windows CE 2.0 (1997)

Windows 98 (25 ივნისი 1998)

Windows 2000 (17 თებერვალი 2000)

Windows CE 3.0 (2000)

Windows Millennium Edition (Me) (14 სექტემბერი 2000)

Windows XP (25 ოქტომბერი 2001)

Windows CE 4.0 (2002)

Windows Server 2003 (24 აპრილი 2003)

Windows Mobile 2003 (2003)

Windows CE 5.0(2004)

Windows Mobile 5.0 (2005)

Windows Fundamentals for Legacy PCs (8 ივლისი 2006)

Windows CE 6.0(2006)

Windows Vista (30 იანვარი 2007)

Windows Mobile 6 (2007)

Windows Home Server(2007)

Windows Server 2008 (2008)

Windows 7 – Windows ( 22 10 2009)


        windows 1.01 microsoft ის პირველი ოპერაციული სისტემა რომელიც 1985 წელს გამოჩნდა:
       ამის შემდეგ იგი მუდმივად ვითარდებოდა ,2000 წელს კომპანია Microsoft - მა გამოუშვა თავისი კიდევ ერთი წარმატებული ვერსია windows 2000.
     
       შემდეგი იყო უკვე Windows XP  Microsoft-ის ოპერატიული სისტემა რომელიც შედის Windows NT-ის ოჯახში. იგი გამოუშვეს 2001 წლის 25 ოქტომბერს. სახელწოდება XP წამოვიდა ინგლისური სიტყვიდან experience (გამოცდილება). სისტემის გამოცემიდან მოყოლებული, 2006 წლის იანვრის მონაცემებით მთელ მსოფლიოში უკვე გამოიყენებოდა მისი 400 მილიონი ასლი. სისტემის წარმატებამ გამოიწვია Microsoft - ის შემდეგი ოპერაციული სისტემით, Windows Vista დაინტერესება (რომელიც 2007 წლის 30 იანვარს გამოვიდა).
     
შემდეგი უკვე ყველასთვის ცნობილი, Windows 7 ია, იგივე NT - ს ოჯახის წევრი რომელიც 22 ივლისს დაიბადა, 2009 წელს და დაიწყო ჩვენი გულების დაპყრობა. ვისტასგან განხვავებით მას ჩაშენებული აქვს ბევრი სასარგებლო პროგრამა და მარტივი ტეგები. ბევრი საჭირო ფუნქცია Windows და Alt ღილაკების გამოყენებით, რამოდენიმე გამოსადეგ "ბრძანებას" გასწავლით.

Windows ღილაკი + ქვევითა ისარი – აქტიური ფანჯრების ჩაკეცვა. იმ თანმიმდევრობით, როგორცაა გახსნილი.

Windows ღილაკი + მარცხენა ისარი – გადააქვს ფანჯარა მარცხენა მხარეს.

Windows ღილაკი + მარჯვენა ისარი – გადააქვს ფანჯარ მარჯვენა მხარეს.

Windows ღილაკი + ზევითა ისარი – გაზრდის ფანჯარას.

Windows ღილაკი + T – ჩაკეცილი საქაღალდეების გადახედვა.

Windows ღილაკი + F – ხსნის ძებნას Search.

Windows ღილაკი + E – ხსნის Computer ფანჯარას.

Windows ღილაკი + X – ხსნის "Windows Mobility Center"-ს.

Windows ღილაკი + რიცხვებიანი ღილაკები, ხსნიან ამოცანათა პანელზე მიპინულ პროგრამებს, რიგითობის მიხედვით. მაგალითად, Windows ღილაკი + 1, ხნის პირველ პროგრამას, Windows ღილაკი + 2, მეორეს, Windows ღილაკი + 3 მესამეს და ა.შ.

Windows ღილაკი + Pause/Break გახსნის System Properties-ს.

Windows ღილაკი + TAB ჩაკეცილი ფანჯრების გადათვალიერება და გახსნა.

Windows ღილაკი + D  Desktop - ზე გადასვლა.

Alt + D მისამართების ველის (Adress Bar) მონიშვნა.

Alt + Windows ღილაკი + და რომელიმე რიცხვი, ხსნის ჩაკეცილი აპლიკაცების მენიუს, შესაბამისი რიგითობის მოხედვით.

Ctrl + Shift + N – ახალი საქაღალდის შექმნა.

Shift + მარჯვენა ღილაკი ნებისმიერ ფაილზე – გახსნის კონტექსტურ მენიუს, სადაც ნახავთ ბრძანებას: Copy As Path. ეს ოპერაცია ძალიან მოსახერხებელია, როცა გვინდა ფაილის მისამართის კოპირება.

         ეს ასე ვთქვათ ჭკვიანი ღილაკებია, ასევე მინდა გითხრათ რომ Windows 7-ის ინსტალაციის მერე თვითონ დგება Aero Theme, რომელიც ხელს უშლის სუსტ კომპიუტერებს მუშაობაში, ვიზუალური ეფექტები ასე ვთქვათ ჭამს ჩვენ ოპერატიულს. ძლიერ კომპიუტერებს არც ეტყობათ მაგრამ თუ დაბალი მონაცემების კომპიუტერი გაქვთ ჯობია გადართოთ Normal - ზე. მარჯვენა კლიკი, Personalize > My Themes > Unsaved Theme. ეს ოპერაცია გაცილებით შეამსუბუქებს თქვენ სისტემას.
        შემდეგი იყო Windows 8, 2012 წლის 1 აგვისტოს წარდგა ორგანიზაციების წინაშე, ხოლო მომხმარებლისთვის 2012 წლის 26 ოქტომბერს. ახალი დიზაინით, ახალი ჩაშენებული პროგრამებით და ვერტიკალური სამუშაო მაგიდით, რომელიც ერთი შეხედვით პლანშეტის ეკრანს მოგვაგონებდა. ამ სამუშაო დაფაზე შესაძლებელია გააერთიანო, ახლოს გადმოიტანო შენი საჭირო პროგრამები, ერთ სვეტში მოაქციო, ამ სვეტებს სახელებს სურვილისამებრ დაარქმევ. დაემატა ჩართვის ეკრანის ფერი და User ის კომფორტულად გამოსაყენებლად პერსონალური Live ID ის შექმნაა შესაძლებელი. მაგრამ ამ Windows მა მომხმარებლის უკმაყოპილება გამოიწვია, არ იყო ეკრანზე ე.წ. Start ღილაკი, იმდენად იყო ხალხი მიჩვეული რომ ვერ შეეგუვნენ ამას, ეს დგესაც პრობლემაა მომხმარებლისთვის მაგრამ არა ჩემთვის, ჩვეულებრივად ყენდება უკვე Start menu Windows 8 - ზეც და 8.1 - ზეც. ასევე ზემოთ აღნიშნულს აქვს გამარტივებული Search, უბრალოდ ვინდოუსის ღილაკი და დაწერე რაც გინდა, არაა საჭირო ეძებო ჩასაწერი ველი. ის იყენებს Modern ინტერფეისს.(თავდაპირველად Metro-style), ეს ინტერფეისი ირთვება სისტემის ჩართვისთანავე.
         2013 წლის 26 მარტს Microsoft - მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Windows კოდური სახელით Blue იქნებოდა Windows 8 ის განახლება. 14 მაისს ეს ოფიციალურად დადასტურდა და ცნობილი გახდა სისტემის სახელწოდებაც Windows 8.1. 2013 წლის 26 ივნისს გამოვიდა საჯარო საცდელი ვერსია. ოფიციალურად დასრულებული ვერსია კი 2013 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა. დაპირება ასეთი იყო, ის იქნებოდა საპასუხო სისტემა იმ კრიტიკის და უკმაყოპილების რაც მომხმარებლისგან Windows 8 მიიღო.განახლებაში შეტანილია
ოპერაციული სისტემის მრავალი დახვეწილი ფუნქცია. მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო Metro - ს გარსსა და Windows - ის მაღაზიის აპლიკაციების ფუნქციონალურობის გაუმჯობესებაზე, ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერის გაუმჯობესებაზე და საძიებო საშუალებების განვრცობაზე. ასე ვთქვათ დიდი შრომა ჩადო Microsoft - მა ამ სისტემაში. დააბრუნეს Start ღილაკი მაგრამ სამუშაო მაგიდა არ შეუცვლიათ, შეიცვალა მხოლოდ პროგრამები და მათი მხარდაჭერა, ახალი დიზაინის დანერგვა უნდოდათ. ასევე Windows Store ერთადერთია საიდანაც შეიძლება Modern აპლიკაციების გადმოწერა და შეძენა, ასევე ერთადერთი წყაროა Windows RT - ს აპლიკაციების გადმოსაწერად. დაემატა სურათი პაროლი, სულ სამი შეხებითაა შესაძლებელი სისტემაში შესვლა, სურათზე მონიშნული საიდუმლო ადგილებით. ასევე 4 ნიშნა PIN კოდი. მაგრამ თუნდაც პირადად ჩემ კლიენტებს მაინც Windows 7 ის Start Menu ურჩევნიათ, უფრო ეწყობიან ერთმანეთს. და მხოლოდ მაგის გამო ნუ დავუწუნებთ Microsoft - ს ნაშრომს. მობრძანდით ჩემთან და მაგ პრობლემას უმარტივესად გადაგიჭრით :)
       რაც შეეხება Windows 10, რომლის განახლებაც უკვე გაშვებულია, გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და ბევრი სიახლით. ეს არის Microsoft - ის პირველი ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტისკენ.

                                                                                                  NaiX 2016

რა უნდა ვიცოდე ვინჩესტერზე?




            მოდი როგორც უკვე მიეჩვიეთ მეგობრულად და გასაგებ ენაზე ვილაპარაკებ... ვინჩესტერი, მყარი დისკი, .. კომპიუტერის ტვინი საკმაოდ რთული მექანიზმია, არ დავიწყებ რისგან შედგება, უბრალოდ დაგანახებთ როგორ მუშაობს... ვინჩესტერის შიგნით რკინის დისკია, ამ დისკს წუთში მინიმუმ 4200 ბრუნი აქვს, ამ ბრუნის და მაგნიტების საშუალებით წარმოიქმნება მაგნიტური ველის დამცავი გარსი, რაც მას დამცავ სარტყელს უქმნის, ასე მუშაობს ის მანამდე სანამ კომპიუტერი ჩართულია... დისკის გარდა მაგნიტები და თავაკებია, რაც წერს და კითხულობს ინფორმაციას. ჩართვისთანავე დისკთან ჩნდებიან და გათიშვისას საწყის პოზიციას უბრუნდებიან. ეს დაახლოებითი და მარტივი აღწერა. ამ ერთადერთი რკინაში შეფუთული ნაწილის გაფუჭება ლეპტოპში ყველაზე ადვილია. ეხლა მოგიყვებით მის სისუსტეებზე.
(ფოტოზე ჩანს როგორ იცავს  ველი წყლისგან)
           წარმოიდგინეთ ვერტმფრენი ცაში, გაშლილი "პროპელერით", უცებ რომ გაჩერდეს ფრთები რა მოხდება? დაახლოებით იგივე კატასტროფაა ვინჩესტერისთვის დენის უეცარი შეწყვეტა. Shutdown - ის დროს თავაკებს მაგნიტები იჭერს, უეცარი გათიშვის დროს კი პირდაპირ დისკზე  ეცემა და იკაწრება. გაკაწრული ადგილი წაშლილი ინფორმაციაა. შეიძლება ერთი გათიშვით არა მაგრამ რამდენიმე ასეთით მოკვდება. თუ დენი გაგეთიშა რა უნდა ქნა? არსებობს UPS, რაც ასეთი შემთხვევებისგან გვიცავს.
            დენის გათიშვის გარდა კიდევ პრობლემაა, შემდეგი ტარებაა, ჩართული კომპიუტერის ტარება არ შეიძლება! მალა ავნიშნე მაგნიტური ველის დაცავ გარსზე, ადგილზე იცავს მაგრამ, მოძრაობის დროს მაგნიტური ველი ირღვევა,  თავაკები დისკთან ახლოს მიდიან და კაწრავენ. ასე რომ ეს დენის დაკარგვაზე უარესია.
არაერთი
            ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა ზიანი მოაქვს უბრალო ტარებას და რა ზიანს მიაყენებს ხელის დარტყმა, ან უხეში დადგმა, დაახლოებით იგივეს რაც ფოტოზეა, და არ ვაჭარბებ ... არსებობს ვინჩესტერის ტესტები, ამ დროს უბრალო, პატარა თითის დადებითაც მიხვდებოდით ჩემ ნალაპარაკებს, ამ დროს ის დაზიანებას აჩვენებს. მგონი ავხსენი რამდენად .
ფაქიზია
                        ვინჩესტერის საწყის სექტორებზე იწერება სისტემა (Windows, Linux, XP, Mac OS, Vista) , თუ საწყისი სექტორები დაზიანდა შეიძლება გაჭედოს სისტემამ, ან ცუდ შემთხვევაში სულ არ ჩაირთოს. 10% ის მერე უკვე ცარელაა, იქ თქვენი ინფორმაციაა.
            დაზიანებული ვინჩესტერი ხმას გამოსცემს, მარტო გაჭედვამ რომ არ მოგვატყუოს, რომ დაუგდო ყური ხანდახან ხახუნის ხმას გაიგებ. გაჭედვა შეიძლება სისტემის ბრალიც იყოს, და სისტემის დაზიანებაში ვინჩესტერი არ უნდა დავადანაშაულოთ მარტო.
            ფაქტია რომ ლეპტოპის ვინჩესტერი უფრო მალე ფუჭდება, ვიდრე პერსონალური კომპიუტერის. რატომ? პასუხი მარტივია. კეისი უძრავად დგას, რაც არ უნდა ვურტყათ კლავიატურას ვინჩესტერს ვერ ვეხებით. ასე უძრავად მყოფი გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. (ამ დროში რომ გეცხოვრათ გაუფრთხილდებოდით)

            გამოსავალი? მეც პირადად ლეპტოპს ვიყენებ, ქუჩაში, მანქანაში, თვითმფრინავში. ჩემი გამოსავალი ახალი თაობის ვინჩესტერია, SSD. თუ ჯერ არ იცით გეტყვით რომ ესაა ვინჩესტერი დისკის გარაშე. ასე ვთქვათ დიდი მახსოვრობის, უსაფრთხო ფლეშკა. ის არ ზიანდება ტარებისას, არ იკაწრება, არ მოქმედებს დარტყმაზე ( ჩაქუჩის დარტყმას არ ვგულისხმობდი)კომფორტულია და 10ჯერ სწრაფი. თუ თქვენი გამოსავალიც ვიპოვე მიხარია. და თუ მაინც ჩვეულებრივ ვინჩესტერს ირჩევ, ან შეცვლა გეზარება, მე გირჩევ, გაუფრთხილდი, ნუ დაარტყამ, ნუ ატარებ ჩართულს, ნუ დახურავ სანამ ეკრანი ბოლომდე არ გაითიშება, ნუ დააძინებ ეკრანზე დატოვებული გახსნილი ფანჯრებით, ნუ გათიშავ ღილაკზე დიდ ხანს დაჭერით (თუ  ძაან აუცილებელი შემთხვევა არაა), და ნუ გაყინავ მაცივარში. თუ ასე იზამ ის დიდ ხანს იქნება შენ სამსახურში.
*კრეატივი :D

                                                                                                    NaiX 2016
,

რას უშვრება „არცოდნა“ კომპიუტერს

                 როგორც ყველა საქმეშია ხალხი ფიქრობს ის თუ აკეთებს მე ვერ გავაკეთებ?  მაგრამ სამწუხაროდ ცდებიან.  ყველა ყველაფერს გააკეთებს მაგრამ საკითხავია როგორ?დღეს იმ შეცდომებზე ვილაპარაკებ, რაც არცოდნამ გამოიწვია, მაგრამ კრეატივი დამანახა და წერის სურვილი გამიჩინა.  ზოგ შეცდომებზე ვიხალისებთ, ზოგი შეცდომა კი კომპიუტერს შეგვაცოდებს.  მოკლედ დავიწყოთ:

ამ კრატიულმა ადამიანმა ქულერის გასუფთავება მოინდომა, დაათვალიერა კარკასი, ვერ დაინახა, მაგრამ დაახლოებით იცოდა სად იყო, აიღო კონსერვის გასახსნელი და გამოჭრა. ეს პირადად ჩემ სერვისში შემოსული კომპიუტერია. მინდა გითხრათ რომ თქვენ საკუთრებას რასაც გნებავთ იმას უზამთ, გინდათ კონსერვის სახსნელით გახსნით, გნებავთ ელექტრო ხერხით მაგრამ, არსებობს უფრო მარტივი, სულ რამდენიმე წამის საქმე, თუ რათქმაუნდა თქვენი პრინციპები ამას არ უარყოფს... კითხვა ! იკითხე და ვინც მართლა იცის როგორ იხსნება ის დაგეხმარება. თუ ჩაქუჩით იქნება პასუხი ნუ დაუჯერებთ, არც იმან არ იცის :)

შემდეგი კრეატიული ადამიანი, როცა მისი კომპიუტერი გაცხელდა ასე მოიქცა, ზოგ კომპიუტერს ზედა, ზოგს ქვედა კარკასი უცხელდება, იმის მიხედვით თუ სადაა დედაპლატა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვედა კარკასზე აყენია, "დასცხა" და რა ექნა, აგრილებს. ხოდა ნურც ამას გაიმეორებთ მეგობრებო, ასეთი შემთხვევებისთვის არის ქულერ სადგამი, როცა თამაშობ ან მძიმე გრაფიკულ პროგრამაზე მუშაობ, უმჯობესია იხმარო ქულერ-სადგამი.
     შემდეგი შემთხვევა დაახლოებით ისეთივეა რაც მაგლა ავგნიშნე, განსხვავება მხოლოდ ისაა რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაცივრიდან ყინული არ გამოუღიათ, კომპიუტერი მიიტანეს ყინულთან... სავარაუდოდ ამ საწყალსაც სცხელოდა ) (ფოტო ინტერნეტიდან) ნუ რა უნდა ექნა, შედგა მაცივარში, მიიტანა სკამი და გააგრძელა მუშაობა. ორმაგი საქმე, თვითონაც გრილად იყო და მისი კომპიუტერიც...
აი ეს ფოტო კი ჩემი შედევრია, ეს კონკრეტული კომპიუტერი სანამ ჩემამდე მოვიდოდა მისმა პატრონმა მითხრა რომ წმენდავდა ხოლმე და გავეხუმრე, რომ მომიტან თუ რამე ჭიას ვიპოვი შიგნით გაგატანთქო (ასეთი შემთხვევები ხშირია, პეპლები, ჭიანჭველები, მატლები) დაახლოებით ერთ კვირაში თავისი "სუფთა" კომპიუტერი მომიტანა, გავხსენი და ეს რომ დავინახე შევპირდი ინტერნეტში დაგიდებ მეთქი და ვასრულებ კიდეც. ნუ როგორი სუფთაა, პეპელას დალაგების დრო არ ქონდა და თან  ასეთი ამბავი რომ დაგვხვდა ნაქირავებიდანაც გავუშვით... და ამ საწყალ კომპიუტერს სიცოცხლე ვაჩუქეთ... 
შემდეგი შედევრი საქართველოს ერთერთმა საკმაოდ ცნობილმა სერვისმა შექმნა, ქულერებს როგორც ხრახნებით, ასევე ე.წ. "პაიკით" კრავენ ქარხანაში და უშვებენ, პლასმასია და უმარტივესად გასახსნელი და დასახური, მაგრამ როცა სერვისში "პაიანიკი" არ გაქვს, რას შვები? აი ამას. არ ვიცი რა დავარქვა ამ ფოტოს, სიზარმაცე თუ არაპროფესიონალიზმი მაგრამ ფაქტია, ვერავის ენდობი... ასე დახურული ქულერი ჰაერს აპარებს და მიმართულებას ვეგარ აძლევს ჰაერის ნაკადს. ასე რომ კარგად დაფიქრდით ვის უნდა ენდოთ. ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს, ვინც სერვისს არ გიმალავთ და ღიათ გაჩვენებთ ყველაფერს )

                                                                                                          NaiX 2016

ჩვენი მეგობრის პირადი მტრები, ანუ რისგან დავიცვათ კომპიუტერი...

          დაპირებისამებრ დღეს ტექნიკურ წმენდაზე ვისაუბრებ... რა არის ტექნიკური წმენდა - ანუ როგორ უნდა გავასუფთავოთ ჩვენი კომპიუტერი. რა პროცედურა, ხელსაწყო, მასალა და პრინციპების დაცვაა საჭირო ამისთვის.

          მე გასწავლით როგორ მოუაროთ თქვენ კომპიუტერს (ანონსი: შემდეგი პოსტი ვინც არ იცოდა როგორ მოქცეოდა კომპიუტერს იმ ხალხის შეცდომებზე იქნება, ფაქტებით დასაბუთებული რათქმაუნდა ) რომ დაიცვათ ის.

          პირველი მტერი: ყველაზე დიდი მტერი, "მტვერია".  კომპიუტერს სჭირდება სუფთა სავინტილაციო არხები ჰაერის ცირკულაციისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში მტვერი სავინტილაციო არხებში გროვდება, თავს იყრის სავინტილაციო არხების და ქულერის შუაში და ნელნელა ილექება, რაც შემდეგ ე.წ. ქეჩა ხდება. თუ შენ ფიქრობ რომ მტვერი შენ სახლში არ ხვდება ცდები :) თუ ვერ ხედავ მას, მადლობა დედას, დას ან მეუღლეს. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ზამთარშიც კი, როცა ყველა ფანჯარა დაკეტილია, მტვერი მაინც აღწევს ჩვენ სახლებში. ზემოთ ხსენებული ქეჩა ხელს უშლის გრილი ჰაერის შედინებას და ცხელი ჰაერის გამოდინებას, რაც შეიძლება კომპიუტერის დაწვის, გაჭედვის,  უეცარი გათიშვის, დარესტარტების და ა.შ. მიზეზი გახდეს.


           მეორე მტერი: სითხე. ალბად ბევრს ჩვევად აქვს ყავის ან ჩაის ჭიქით (და არამარტო) კომპიუტერთან ჯდომა. ამაში ერთი შეხედვით საშიში არაფერია, მაგრამ მუშაობაში ან მეგობართან ლაპარაკში გართულებს, უნებლიეთ შეიძლება სითხე კომპიუტერში ჩაგესხათ. აი აქ მტვრისგან განსხვავებით მძიმე შემთხვევაა და ამაზე რჩევებში ვისაუბრებ.

          მესამე მტერი: ჩვენ ვმუშაობთ, ვმუშაობთ, ვთამაშობთ, კიდე ვმუშაობთ, და სულ არ გვახსენდება, ხან დრო არ გვაქვს, ხან არ გვცალია იმისთვის რომ მივხედოთ ჩვენ კომპიუტერს. და ესეც არანაკლები პრობლემაა.

         რა უნდა გასუფთავდეს? ტექნიკური წმენდის დროს სუფთავდება მთლიანი კარკასი, სავინტილაციო არხები, ქულერი. უნდა მოცილდეს ძველი თერმოპასტა და თერმობალიშები. კრისტალები იდეალურად სუფთა უნდა იყოს თერმოპასტის წასმამდე. აუცილებლად უნდა დაიშალოს და დაიზეთოს ქულერი. სათითაოდ გაიწმინდოს ყველა ფრთა სპირტით. ყველა ქულერი არ იშლება მაგრამ გამოცდილების მქონე ტექნიკოსებმა იციან რა უნდა გააკეთონ :) აუცილებლად უნდა გასუფთავდეს შლეიფები, ოპერატიულის თუ სხვა მოწყობილობების სლოტები. მტვერმა შეიძლება დამოკლებაც კი გამოიწვიოს სლოტში. უნდა გაიწმინდოს პორტები.

   
  ახლა ცოტა რთულ პრობლემაზე ვისაუბროთ, რა უნდა გააკეთოთ კომპიუტერში სითხის ჩასხმის შემდეგ: ბევრი მეკითხება ხოლმე, ჩაი ტკბილი არ ყოფილა და ხომ უკეთესია? :D ხო, არ გასუქდება და დიაბეტი არ დაემართება, მაგრამ სამაგიეროდ ნებისმიერ სითხეს შეუძლია ძალიან სწრაფად დაწვას კომპიუტერი. ასე რომ მსგავს შემთხვევაში Shutdown-ს არ დაელოდოთ და ავარიულად გათიშეთ კომპიუტერი, ღილაკზე დიდხანს დაჭერით, ამოატრიალეთ, გააძრეთ ბატარეა და მიაკითხეთ სერვის ცენტრს. დაივიწყეთ ე.წ. ფენით გაშრობა და მსგავსი რაგაცეების მითები . ეგ საშველი არაა. კიდევ გეტყვით რომ ჩართვამ შეიძლება დაწვას... სითხის ჩასხმის დროს სტანდარტული წმენდა საკმარისი არაა, ამ დროს დედაპლატა (Motherboard) რამდენიმე სპეციალურ სითხეში მუშავდება რომ არ დაჟანგდეს.
        დიდი გამოცდილება და ბევრი წლები მაკავშირებს კომპიუტერთან და ვიცი რა მოსწონს და რა არა. ლეპტოპს ყოველთვის ვერცხლისშემცველი თერმოპასტა და მაღალი თბოგამტარობის მქონე თერმობალიშები ესაჭიროება, ვიდეო ჩიპზე განსაკუთრებით მაღალი ხარისხის თერმოპასტა უნდა წაესვას. ასე კომპიუტერი ნორმალურ ტემპერატურაზე იმუშავებს შემდეგ წმენდამდე. ტექნიკური წმენდა 10-12 თვეში ერთხელ სავალდებულოა. ეხლა თუ გაიფიქრე რომ ტექნიკური წმენდა ჩემ კომპიუტერს არ სჭირდებაო არ მეწყინება, რომ დაგეწვება მომწერე და ახალ კომპიუტერს შეგარჩევინებ :)

     კიდევ ერთი  რჩევა, ნუ ენდობი ბრმად, არსებობს სერვისები სადაც არ იტყუებიან,  სერვისები სადაც ფოტო გადაღებაა, სადაც უმაღლესი ხარისხის მასალას ხმარობენ. სადაც რკინის სახრახნისებით არ გიშლიან კომპიუტერს და არ ტოვებენ დაშლის კვალს.

  ვეცადე მაქსიმალურად ამეხსნა თქვენთვის რომ ტექნიკური წმენდა აუცილებელია თქვენი კომპიუტერისთვის.  ასიამოვნე და გასიამოვნებს.
    და როცა ის მუშაობს ისე როგორც შენ გინდა შენც ბედნიერი ხარ. გაუფრთხილდი ნერვებს და დროს, ჩაუტარე ტექნიკური წმენდა.
                          NaiX 2016