ჩვენს "ფანჯრებს" შიგნით

            მოდით დღეს ვისაუბროთ ოპერაციულ სისტემებზე, ამჯამად Microsoft corporation ის შედევრზე, რომელსაც Windows ის სახელით ვიცნობთ. Microsoft ის შემქმნელები და სულის ჩამდგმელები არიან ბილ (უილიამ) გეითსი და პოლ ალენი. მათი შემოქმედება სკოლის ასაკიდან იწყება მაგრამ ეხლა მაგის თხრობით თავს არ შეგაწყენთ. მოკლედ ბილი ბავშობიდან გატაცებული იყო პროგრამებით, Microsoft ის ჩამოყალიბებას სამი წელი შეალია, იჯდა სახლში და შრომობდა. მისი წინსვლა დაიწყო ერთი ჩვეულებრივი რეკლამის ნახვის შემდეგ, რომელიც კომპანია MITS - მა გამოაქვეყნა, სადაც სამაგიდო კომპიუტერისთვის, "Altar" ჭირდებოდათ პროგრამული ენა, რომელიც პროგრამისტებს საშუალებას მისცემდა ემუშავათ ალტარზე. ალტარისთვის მათ დაწერეს პროგრამული ენა BASIC.
         
1977 წელს დაიწყეს მეორე პროგრამული ენის, ForTran ის გაყიდვა. 1978 წლის აპრილში კი პროგრამირების მესამე ენის COBOL-80 – ის გაყიდვას, რომელიც განკუთვნილი იყო 8080 Z-80 და 8085 მიკროპროცესორული სისტემებისთვის.
            1982 წლის ნოემბერში კომპიუტერების მწარმოებელმა 50-ზე მეტმა ფირმამ შეიძინა Microsoft-ის დისკური ოპერაციული სისტემის MS DOS-ის ლიცენზია.
            ბილ გეიტსმა პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს მოუწოდა, შეექმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც გათვლილი იქნებოდა IBM-ის პერსონალურ კომპიუტერებთან თავსებადობაზე, რათა ნებისმიერი პროგრამა, რომელის დაიწერებოდა IBM-ის პერსონალური კომპიუტერებისათვის, თავსებადი ყოფილიყო მათი კომპიუტერებისათვისაც. გეიტსის მოწოდებამ გაამართლა. სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული კომპიუტერების 80%-ზე დაყენებული იქნა MS DOS-ი, რის საფუძველზეც წარმოიშვა ტერმინი "IBM–თავსებადი". ოპერაციული სისტემის MS DOS-ის ასეთმა გამარჯვებამ განაპირობა Microsoft-ის პირველი ნაბიჯის გადადგმა მონოპოლისტობისაკენ.
           MS-Dos მუშაობდა ტეგებით და სულ მოიცავდა ერთ ფანჯარას, MS-Dos ის შემდეგ იყო Norton Commander სადაც ეკრანზე ერთის ნაცვლად უკვე ორ ფანჯარას ხსნიდი, თუმცა ორივე ეს პროგრამა იყო ერთ მოქმედებიანი. 1985 წელს ბაზარზე უკვე Windows გამოჩნდა, "ფანჯრები", Windows 1.01 იყო პირველი ოპერაციული სისტემა სადაც ბევრ ფანჯარას ხსნიდი და სახელიც აქედან გამომდინარე ეწოდა. ახლა თვალი გადავავლოთ მოკლედ მის განვითარებას:

Windows 1.01(1985)

Windows 1.02 (1986)

Windows 1.03 (1986)

Windows 1.04 (1987)

Windows 2.0 (1 ნოემბერი 1987)

Windows 2.1 (Windows 386) (1987)

Windows 3.0 (22 მაისი 1990)

Windows 3.1 (6 აპრილი? 1992)

Windows for Workgroups 3.1 (27 ნოემბერი? 1992)

Windows 3.11 (?)

Windows NT 3.1 (24 ივლისი 1993)

Windows for Workgroups 3.11 (8 ნოემბერი? 1993)

Windows NT 3.5 (1994)

Windows NT 3.51 (1995)

Windows 95 (24 აგვისტო 1995)

Windows NT 4.0 (1996)

Windows CE 1.0 (1996)

Windows CE 2.0 (1997)

Windows 98 (25 ივნისი 1998)

Windows 2000 (17 თებერვალი 2000)

Windows CE 3.0 (2000)

Windows Millennium Edition (Me) (14 სექტემბერი 2000)

Windows XP (25 ოქტომბერი 2001)

Windows CE 4.0 (2002)

Windows Server 2003 (24 აპრილი 2003)

Windows Mobile 2003 (2003)

Windows CE 5.0(2004)

Windows Mobile 5.0 (2005)

Windows Fundamentals for Legacy PCs (8 ივლისი 2006)

Windows CE 6.0(2006)

Windows Vista (30 იანვარი 2007)

Windows Mobile 6 (2007)

Windows Home Server(2007)

Windows Server 2008 (2008)

Windows 7 – Windows ( 22 10 2009)


        windows 1.01 microsoft ის პირველი ოპერაციული სისტემა რომელიც 1985 წელს გამოჩნდა:
       ამის შემდეგ იგი მუდმივად ვითარდებოდა ,2000 წელს კომპანია Microsoft - მა გამოუშვა თავისი კიდევ ერთი წარმატებული ვერსია windows 2000.
     
       შემდეგი იყო უკვე Windows XP  Microsoft-ის ოპერატიული სისტემა რომელიც შედის Windows NT-ის ოჯახში. იგი გამოუშვეს 2001 წლის 25 ოქტომბერს. სახელწოდება XP წამოვიდა ინგლისური სიტყვიდან experience (გამოცდილება). სისტემის გამოცემიდან მოყოლებული, 2006 წლის იანვრის მონაცემებით მთელ მსოფლიოში უკვე გამოიყენებოდა მისი 400 მილიონი ასლი. სისტემის წარმატებამ გამოიწვია Microsoft - ის შემდეგი ოპერაციული სისტემით, Windows Vista დაინტერესება (რომელიც 2007 წლის 30 იანვარს გამოვიდა).
     
შემდეგი უკვე ყველასთვის ცნობილი, Windows 7 ია, იგივე NT - ს ოჯახის წევრი რომელიც 22 ივლისს დაიბადა, 2009 წელს და დაიწყო ჩვენი გულების დაპყრობა. ვისტასგან განხვავებით მას ჩაშენებული აქვს ბევრი სასარგებლო პროგრამა და მარტივი ტეგები. ბევრი საჭირო ფუნქცია Windows და Alt ღილაკების გამოყენებით, რამოდენიმე გამოსადეგ "ბრძანებას" გასწავლით.

Windows ღილაკი + ქვევითა ისარი – აქტიური ფანჯრების ჩაკეცვა. იმ თანმიმდევრობით, როგორცაა გახსნილი.

Windows ღილაკი + მარცხენა ისარი – გადააქვს ფანჯარა მარცხენა მხარეს.

Windows ღილაკი + მარჯვენა ისარი – გადააქვს ფანჯარ მარჯვენა მხარეს.

Windows ღილაკი + ზევითა ისარი – გაზრდის ფანჯარას.

Windows ღილაკი + T – ჩაკეცილი საქაღალდეების გადახედვა.

Windows ღილაკი + F – ხსნის ძებნას Search.

Windows ღილაკი + E – ხსნის Computer ფანჯარას.

Windows ღილაკი + X – ხსნის "Windows Mobility Center"-ს.

Windows ღილაკი + რიცხვებიანი ღილაკები, ხსნიან ამოცანათა პანელზე მიპინულ პროგრამებს, რიგითობის მიხედვით. მაგალითად, Windows ღილაკი + 1, ხნის პირველ პროგრამას, Windows ღილაკი + 2, მეორეს, Windows ღილაკი + 3 მესამეს და ა.შ.

Windows ღილაკი + Pause/Break გახსნის System Properties-ს.

Windows ღილაკი + TAB ჩაკეცილი ფანჯრების გადათვალიერება და გახსნა.

Windows ღილაკი + D  Desktop - ზე გადასვლა.

Alt + D მისამართების ველის (Adress Bar) მონიშვნა.

Alt + Windows ღილაკი + და რომელიმე რიცხვი, ხსნის ჩაკეცილი აპლიკაცების მენიუს, შესაბამისი რიგითობის მოხედვით.

Ctrl + Shift + N – ახალი საქაღალდის შექმნა.

Shift + მარჯვენა ღილაკი ნებისმიერ ფაილზე – გახსნის კონტექსტურ მენიუს, სადაც ნახავთ ბრძანებას: Copy As Path. ეს ოპერაცია ძალიან მოსახერხებელია, როცა გვინდა ფაილის მისამართის კოპირება.

         ეს ასე ვთქვათ ჭკვიანი ღილაკებია, ასევე მინდა გითხრათ რომ Windows 7-ის ინსტალაციის მერე თვითონ დგება Aero Theme, რომელიც ხელს უშლის სუსტ კომპიუტერებს მუშაობაში, ვიზუალური ეფექტები ასე ვთქვათ ჭამს ჩვენ ოპერატიულს. ძლიერ კომპიუტერებს არც ეტყობათ მაგრამ თუ დაბალი მონაცემების კომპიუტერი გაქვთ ჯობია გადართოთ Normal - ზე. მარჯვენა კლიკი, Personalize > My Themes > Unsaved Theme. ეს ოპერაცია გაცილებით შეამსუბუქებს თქვენ სისტემას.
        შემდეგი იყო Windows 8, 2012 წლის 1 აგვისტოს წარდგა ორგანიზაციების წინაშე, ხოლო მომხმარებლისთვის 2012 წლის 26 ოქტომბერს. ახალი დიზაინით, ახალი ჩაშენებული პროგრამებით და ვერტიკალური სამუშაო მაგიდით, რომელიც ერთი შეხედვით პლანშეტის ეკრანს მოგვაგონებდა. ამ სამუშაო დაფაზე შესაძლებელია გააერთიანო, ახლოს გადმოიტანო შენი საჭირო პროგრამები, ერთ სვეტში მოაქციო, ამ სვეტებს სახელებს სურვილისამებრ დაარქმევ. დაემატა ჩართვის ეკრანის ფერი და User ის კომფორტულად გამოსაყენებლად პერსონალური Live ID ის შექმნაა შესაძლებელი. მაგრამ ამ Windows მა მომხმარებლის უკმაყოპილება გამოიწვია, არ იყო ეკრანზე ე.წ. Start ღილაკი, იმდენად იყო ხალხი მიჩვეული რომ ვერ შეეგუვნენ ამას, ეს დგესაც პრობლემაა მომხმარებლისთვის მაგრამ არა ჩემთვის, ჩვეულებრივად ყენდება უკვე Start menu Windows 8 - ზეც და 8.1 - ზეც. ასევე ზემოთ აღნიშნულს აქვს გამარტივებული Search, უბრალოდ ვინდოუსის ღილაკი და დაწერე რაც გინდა, არაა საჭირო ეძებო ჩასაწერი ველი. ის იყენებს Modern ინტერფეისს.(თავდაპირველად Metro-style), ეს ინტერფეისი ირთვება სისტემის ჩართვისთანავე.
         2013 წლის 26 მარტს Microsoft - მა ოფიციალურად განაცხადა, რომ Windows კოდური სახელით Blue იქნებოდა Windows 8 ის განახლება. 14 მაისს ეს ოფიციალურად დადასტურდა და ცნობილი გახდა სისტემის სახელწოდებაც Windows 8.1. 2013 წლის 26 ივნისს გამოვიდა საჯარო საცდელი ვერსია. ოფიციალურად დასრულებული ვერსია კი 2013 წლის 18 ოქტომბერს გამოვიდა. დაპირება ასეთი იყო, ის იქნებოდა საპასუხო სისტემა იმ კრიტიკის და უკმაყოპილების რაც მომხმარებლისგან Windows 8 მიიღო.განახლებაში შეტანილია
ოპერაციული სისტემის მრავალი დახვეწილი ფუნქცია. მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო Metro - ს გარსსა და Windows - ის მაღაზიის აპლიკაციების ფუნქციონალურობის გაუმჯობესებაზე, ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერის გაუმჯობესებაზე და საძიებო საშუალებების განვრცობაზე. ასე ვთქვათ დიდი შრომა ჩადო Microsoft - მა ამ სისტემაში. დააბრუნეს Start ღილაკი მაგრამ სამუშაო მაგიდა არ შეუცვლიათ, შეიცვალა მხოლოდ პროგრამები და მათი მხარდაჭერა, ახალი დიზაინის დანერგვა უნდოდათ. ასევე Windows Store ერთადერთია საიდანაც შეიძლება Modern აპლიკაციების გადმოწერა და შეძენა, ასევე ერთადერთი წყაროა Windows RT - ს აპლიკაციების გადმოსაწერად. დაემატა სურათი პაროლი, სულ სამი შეხებითაა შესაძლებელი სისტემაში შესვლა, სურათზე მონიშნული საიდუმლო ადგილებით. ასევე 4 ნიშნა PIN კოდი. მაგრამ თუნდაც პირადად ჩემ კლიენტებს მაინც Windows 7 ის Start Menu ურჩევნიათ, უფრო ეწყობიან ერთმანეთს. და მხოლოდ მაგის გამო ნუ დავუწუნებთ Microsoft - ს ნაშრომს. მობრძანდით ჩემთან და მაგ პრობლემას უმარტივესად გადაგიჭრით :)
       რაც შეეხება Windows 10, რომლის განახლებაც უკვე გაშვებულია, გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და ბევრი სიახლით. ეს არის Microsoft - ის პირველი ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტისკენ.

                                                                                                  NaiX 2016

No comments:

Post a Comment