"ტექნიკური წმენდა" ანუ "თურმე რამდენი რამ არ მცოდნია"

         დიდი ხნის პაუზის მერე მომინდა დამეწერა ახალი თემა, ბევრ ხალხთან საუბრის და ურთიერთობის მერე, თან საუბრისა რომელიც იწყება ტექსტით: მე მესმის კომპიუტერი!
         დავიწყოთ იქიდან რომ Google - მაც არ იცის ყველაფერი და ზედმეტი რჩევა ყოველთვის კარგია. ამ ჯერად ვისაუბროთ თერმოპასტა და თერმობალიშებზე. განსაკუთრებით საქართველოში კომპიუტერის წმენდა მხოლოდ ქულერის გაწმენდა ჰგონიათ, რაც მცდარია და ავიწყდებათ ეს ორი უმთავრესი კომპონენტი, რაც კომპიუტერს აცოცხლებს. ოღონდ ამ ორ სახელში შედის 50 - მდე სახეობა და ყველა კარგი აშკარად არაა.
         რა უნდა ვიცოდეთ თერმოპასტაზე: გასაგებ ენაზე რომ დავწერო თერმოპასტა თერმოგამტარი მასაა, ერთერთი მთავარი კი მის შემადგენლობაში არის ვერცხლი, ანუ რაც მეტია ვერცხლი, მით უკეთესი გამტარობა აქვს ანუ "W/mk". ასევე მისი ფასიც მეტყველებს ხარისხზე, ჩვენ ბაზარზე არსებული თერმოპასტების უმეტესობას არ აქვს გავლილი არც ტესტირება, არც არანაირი ნიშანი მისი ვარგისიანობის და მოკლედ რომ ვთქვა ნაგავია. მაგრამ საშუალო ხარისხის თერმოპასტები მოგვეპოვება, უბრალოდ სერვისებიც და უბრალოდ მომხმარებლებიც ამჯობინებენ გადაიხადონ 3 ლარი და არა 30,  უბრალოდ არალოგიკურია დააზიანო 3000 იანი კომპიუტერი რამდენიმე ლარის გამო, მითუმეტეს რომ წელიწადში ერთხელ არის საჭირო და დღეში ერთი თეთრის
შენახვითაც კი მოაგროვებთ ფულს, ან მიმართავთ ნორმალურ სერვის ცენტრს, რაც საკმაოდ ცოტაა. უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა გამოწერა, მწარმოებლები იძლევიან როკომენდაციებს, აქვთ ხარისხის ნიშანი და ასე შემდეგ.
     
როგორც მაღლა ავღნიშნე, ვერცხლის შემცველობაზე, ლოგიკითაც მიხვდებით რომ თეთრი თერმოპასტა ნაგავია, მაგას ვერცხლის ფერი ამბობს, ალბად ყველამ ვიცით ეს ფერი, და კიდევ მას არც ყუთზე, არც სტიკერზე, არც რეკლამაზე და არაფერზე არ აწერია არც გამტარობა და არც შემცველობები. მაგალითისთვის 10მგ იანი უხარისხო თერმოპასტა ღირს 4 ან 5 ლარი, ნორმალური 2 მგ იანი თერმოპასტა რაც რეკომენდირებულია კომპიუტერზე 20 ან 25 ლარი და კიდევ უფრო ძვირიც თქვენი კომპიუტერის შესაბამისად. აქედან დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. რაც ძვირია კარგია ყოველთვის არ ამართლებს, მაგალითად, თუ ვინმემ იყიდა 2 ლარად და მერე 50 ლარად ყიდის ეგ ხომ არ ნიშნავს რომ იდეალურია, მაგისთვის ავგნიშნე მაღლა "W/mk", რაც ყველა ნორმალურ სახეობას აწერია შეფუთვაზე და მოცემულია შემცველობიც, რამდენ პროცენტ ვერცხლს შეიცავს.
ასე დასხმა არ შეიძლება
       ბევრი მინახავს და კიდევ უფრო მეტს  ვნახავ სამწუხაროდ, როცა თერმოპასტას ხმარობენ კარგს მაგრამ არ იციან წასმის წესები, ენდობიან Youtube - ს სადაც ყოველთვის ყველაფერი სწორედ არაა, არ წმენდავენ კარგად და ა.შ.
       ეგ არ გამიგია ჯერ მაგრამ ნურც წყლით გარეცხავთ პროცესორს ან რომელიმე ჩიპს :)))
       ასევე არაა საჭირო მხატვრობა ჩიპებზე, სახელების დაწერა, გულების დახატვა, ტელეფონის ნომრის ჩანიშვნა და ასე შემდეგ.













u
      ყველა ნორმალურ თერმოპასტას მოყვება ჩხირი, წასასმელი ინსტრუმენტი, მოკლედ ჯერ ფაქიზად სჭირდება გასუფთავება ჩიპს, ბოლომდე რომ გაწმენდავთ და მოაცლით ძველ თერმოპასტას (უმჯობესია სპირტის და ბამბიანი ჩხირების დახმარებითu) მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წაუსვათ ახალი, ფაქიზად და მხოლოდ ჩიპზე, არაა საჭირო ბევრი, მთავარია იფარებოდეს ჩიპი და არ ქონდეს ღია ადგილი. ცოტა ცუდია მაგრამ ბევრიც ცუდია. ამ პროცედურის მერე გაგრილებაც ფრთხილად უნდა დააფაროთ რომ არ მოცილდეს წასმული თერმოპასტა ჩიპს.
       მოკლედ ხარისხი ძვირია მაგრამ იგივე ხარისხია საიმედო თავდაცვა კომპიუტერის გადახურებისგან. ჩემთან ხშირად ისმის ხოლმე ფრაზა, შენთან ძვირია, იქ 5 ლარით იაფი. :))) კიბატონო, ჩემთან ძვირია, იმიტომ რომ კომპიუტერს რა სახარჯი მასალაც სჭირდება ის ღირს თვითონ ძვირი და საბოლოოდ იმედგაცრუებული სხვა სერვისით, ისევ ბრუნდება ჩემთან. აქ ბარემ იმასაც ვიტყვი რომ ყველა ვინც საქმეს აკეთებს და თავის საქმეში ძლიერია მიხვდება რომ ცოდნას აქვს ფასი.
თერმობალიშზე ძაან ფაქიზი კონტაქტია დაშვებლი
დამცავების აძრობის დროს.
(ფოტოზე მოცემულია დაბალი ხარისხის თერმობალიში)
       შემდეგი საკითხი ისაა რაც არაერთხელ მაქვს ნანახი, თერმობალიშის თერმოპასტაში ამოვლება. საკმაოდ დებილი უნდა იყოს ადამიანი ასეთ რამეს რომ შვება და ეს კრიტიკა შეიძლება უცენზუროა მაგრამ დამსახურებული. მუშა მდგომარეობაში თერმობალიშიც იგივე გამტარია მაგრამ თუ ვადა გაუვიდა, გადახურდა და აღარ ვარგა, თერმოპასტა ვერ აცოცხლებს და ტყუილად აბინძურებს ჩიპებს, მითუმეტეს ვიდეოს ოპერატიულებზე თერმოპასტას რომ უსვამენ, სულ მაინტერესებს ხოლმე მაგ დროს რაზე ფიქრობენ მაგრამ ვერ ჩავწვდი ჯერ. მოკლედ თუ თერმობალიშებიც თქვენით იშოვეთ და გადაწყვიტეთ რომ წმენდას თქვენით უტარებთ, გახსოვდეთ რომ თერმო ბალიშებთან კონტაქტი არ შეიძლება ხელით, ასე ვთქვათ აკრძალულია!

    შემდეგ ფოტოზე სპეციალურად ავარჩიე 2.5მმ იანი თერმობალიში. ახლა ავხსნი :  როცა სერვისებს და ზოგ მომხმარებელს ჰგონიათ რომ თერმობალიშის ადგილას თერმოპასტის წასმა შეიძლება, ეს მხოლოდ აზრია და პასუხი მაგ აზრზეა, არა! იმიტომ რომ თერმოპასტა არაა ისე მყარი რომ 2.5მმ ააშენოთ, არც ცემენტის მაგვარია ყალიბი რომ გაუკეთოთ და მერე გაჩერდეს, ერთი სიტყვით თერმობალიშის ადგილზე უნდა დაიდოს ახალი თერმობალიში, ყველანაირი დამატების და ინტერპრეტაციის გარაშე.

    ეს პოსტი კრიტიკაა იმ მომხმარებლებზე ვინც მეკამათებინ ჩემ საქმეზე, როცა მე მათ საქმეში არ ვერევი და არც ცოდნას ვუფასებ, არც თავის საქმეზე ვუდებ ფასს, და როცა მე ვხმარობ ამ ორ საუკეთესო თერმოპასტას, საუკეთესო შეფასებას ვიღებ იმისგან ვინც მართლა აფასებს ხარისხს.
     


      ჩემთან იციან ხარისხის ფასი :)


         

   მოკლედ ყველას მინდა გისურვოთ რომ ძაან კრიტიკულ სიტუაციაში არ დაგჭირდეთ მაგრამ იცოდეთ რომ თქვენი თუ არა, თქვენი კომპიუტერის საუკეთესო მეგობარი ვარ და შეგიძლიათ მენდოთ. :))





        და ბოლოს, ყველა ვინც მიმტკიცებთ რომ თეთრი თერმოპასტა კარგია, თერმობალიშს შეცვლა არ უნდა, კომპიუტერს წმენდა არ სჭირდება, რომ წმენდაში 30 ან 45 ლარი ძვირია და მთელი ამ ჩემი პოსტის მერე მაგ აზრზე რჩებით, შეგიძლიათ ისევ არ მომმართოთ, წახვიდეთ ისევ 10 ლარიან "ხელოსანთან" და წაიღოთ ეს C
         

    ესეც იაფი გზა, თან უფრო ბევრია :)))



    წარმატებებს გისურვებთ ყველას. 
 პატივისცემით "კომპიუტერის გონზე რომ არაა ის"


╔═╗─╔╗───╔═╗╔═╗
║║╚╗║║───╚╗╚╝╔╝
║╔╗╚╝╠══╦╗╚╗╔╝
║║╚╗║║╔╗╠╣╔╝╚╗
║║─║║║╔╗║╠╝╔╗╚╗
╚╝─╚═╩╝╚╩╩═╝╚═╝












                             

1 comment: